Mizano-ს შესახებ
Mizano არის ბადმინტონის კლუბი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ერთჯერად საათობრივ კორტების დაჯავშნის სერვისს, ასევე ერთ თვიან აბონიმენტებს, სადაც თავად ირჩევთ ვიზიტების ინტენსივობას და ეწერებით ან ჯგუფურ ვარჯიშებზე, ან იყვანთ პროფესიონალ მწვრთნელს, რომელიც იზრუნებს თქვენს ფიზიკურ აქტივობასა და სწორ ვარჯიშზე.
ჩვენი კლუბი გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით: პროფესიონალური სპორტული იატაკის საფარი Takkett Omnisports, დახურული სივრცე, ვოლანების ავტომატური სასროლი სოლო მოთამაშეებისთვის, ბადმინტონის ჩოგნის საქსოვი, პრემიუმ ხარისხის YONEX ინვენტარი — ეს ის ყველაფერია, რაზეც ვზრუნავთ, რათა მეტი კომფორტი შევუქმნათ ვიზიტორებს. თქვენი კომფორტისთვის კლუბში მოწყობილია ფართო გასახდელები და საშხაპეები. გარდა ამისა, შესაძლებელია ვიზიტების პირდაპირ ვებ-გვერდიდან დაჯავშნაც.
ჩვენთან მუშაობენ გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც დაგეხმარებათ ბადმინტონის ნულიდან ათვისებაში ან თქვენი თამაშის ახალ დონეზე აყვანაში. ისინი გასწავლიან სწორ ტექნიკას, შეგირჩევენ ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას და გაგყვებიან გზაზე პირველი ნაბიჯებიდან დარწმუნებულ, სტაბილურ თამაშამდე.
შეფასებები
რას ამბობენ ჩვენ შესახებ?
ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, მწვრთნელები ძალიან ყურადღებიანები არიან და ბადმინტონი კიდევ უფრო მიყვარდება.
